Search
  • Imereti Agro Zone

შპს „იმერეთის აგრო ზონა“ აცხადებს ბაზრის კვლევას

შპს „იმერეთის აგრო ზონა“ ს/კ 405231020 შპს „იმერეთის აგრო ზონა“ გეგმავს კონკურსის გამოცხადებას IAZ-ის სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტის მეორე ფაზის საბოლოო ეტაპისათვის ("წინადადებების მიღების" RfP-ის სტადია) განსაზღვრული საპროექტოსაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით, რის გამოც ატარებს ბაზრის კვლევას. გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მიმაგრებულ ფაილში განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დავალებასა და მომსახურების გაწევის სავარაუდო ვადებს (დანართი N1) (მნიშვნელოვანია დაცული იყოს თითოეული ეტაპისთვის შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ვადები); ასევე საკვალიფიკაციო მოთხოვნებს (დანართი N2) და არაუგვიანეს 2021 წლის 19 მაისის 14:00 საათის ჩათვლით შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება დანართი N3-ის შესაბამისად, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: rfp@iaz.ge აქვე გაცნობებთ, რომ შემსყიდველი იტოვებს უფლებას, საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადასტურების მიზნით, პოტენციური მომწოდებლის ან/და მისი კონტრაქრორი კომპანიის ან/და პერსონალის გამოცდილების ან/და კვალიფიკაციის დადგენის მიზნით მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, როგორიცაა: ხელშეკრულებები ან/და მიღება-ჩაბარების აქტები ან/და სარეკომენდაციო წერილები ან/და პერსონალის CV-ები და სხვა, რომელიც იგივე ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გადმოიგზავნოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღეში. წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის. საკონტაქტო პირი: ნათია მეგრელიშვილი ტელ: 598-60-10-30


დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: http://procurement.gov.ge/Market-research/research-(326).aspx


12 views0 comments

Recent Posts

See All

იმერეთში გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია სასათბურე კლასტერის დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს

გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სასათბურე კლასტერის დიაგნოსტიკურ კვლევას იწყებს, რომელიც იმერ