top of page

იმერეთის აგრო ზონამ საერთაშორისო გამოფენაში FRUIT LOGISTICA 2023 მიიღო მონაწილეობა

  • IAZ
  • Feb 11, 2023
  • 1 min read

Updated: Feb 16, 2023

კომპანიამ „იმერეთის აგრო ზონა“ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში FRUIT LOGISTICA 2023 მიიღო მონაწილეობა.

ree

გამოფენის სტუმრებს კომპანიის დირექტორმა, არჩილ ბუკიამ მეურნეობების კლასტერის განვითარებისა და მებაღეობის სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის პროექტები წარუდგინა. ორივე პროექტის მიმართ პოტენციური ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი დაფიქსირდა.


გამოფენის ფარგლებში, ასევე გაიმართა შეხვედრები მებაღეობის სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის არსებულ წევრებთან, ნიდერლანდურ კომპანიებთან და რამდენიმე გერმანულ, იტალიურ, დანიურ კომპანიასთან, რომლებმაც პროექტში ჩართვის ინტერესი გამოთქვეს.

ree

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მოწყობილ სტენდზე, ჯამში, 14 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი.




ree















 
 
 

Recent Posts

See All
ბაზრის კვლევა სასაზღვრო წერტილების განსაზღვრის მომსახურების შესყიდვის მიზნით

შპს „იმერეთის აგრო ზონა“ აცხადებს ბაზრის კვლევას - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში, შპს „იმერეთის აგრო ზონის“ საკუთრებაში...

 
 
 

Comments


bottom of page