top of page

აქტივობები

სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის განვითარების სააგენტოს ინიციატივით, იმერეთის აგრო ზონა ახორციელებს სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა განახორციელოთ ინვესტიცია: იყიდოთ ან იჯარით აიღოთ ინფრასტრუქტურით სრულად უზრუნველყოფილი მიწა საქართველოს დასავლეთ ნაწილში, იმერეთის რეგიონში, რომელიც გამოირჩევა იდეალური კლიმატითა და ნაყოფიერი ნიადაგით.

 

საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს 220 ჰექტარ ფართობზე გარე და შიდა ინფრასტრუქტურის მშენებლობას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურებას, ნაკვეთის სრულ შემოღობვას, უსაფრთხოების სისტემების დამონტაჟებას, ელექტროენერგიით, გაზით, სარწყავი და სასმელი წყლით მომარაგებასა და ცენტრალიზებული კანალიზაციის სისტემის მოწყობას.

იმერეთის აგრო ზონის ტერიტორია დაყოფილია ორ ნაკვეთად: 159 ჰა წყალტუბოს და 61 ჰა ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. ნაკვეთები ახლოსაა ცენტრალურ მაგისტრალთან, რკინიგზასთან, აეროპორტთან და საზღვაო პორტებთან , რაც განაპირობებს მარტივ წვდომას რეგიონალურ და საერთაშორისო ბაზრებთან.

 

საწარმოო ნაკვეთები უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო კომუნალური ინფრასტრუქტურით, რომელიც მოიცავს  100 მგვტ-ზე მეტ ელექტროენერგიას და 40 მლნ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს. კომუნალური ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს სასმელი და სარწყავი წყალმომარაგებისა და ცენტრალიზებული კანალიზაციის სისტემებს.

იმერეთის აგრო ზონა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს განახორციელონ ინვესტიცია - იყიდონ ან იჯარით აიღონ მიწის ნაკვეთი, რომელზეც შეძლებენ მაღალი და საშუალო ტექნოლოგიის სასათბურე მეურნეობის განვითარებას.

ინვესტორებს, საკუთარ სასათბურე მეურნეობაში, შესაძლებლობა ექნებათ მოიყვანონ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, როგორიცაა: ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა, ყვავილები და სხვა.

image

image

image

image

image

image

მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრი

HTDC-LOGO.png

რეგიონალური მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრი, შპს "იმერეთის აგრო ზონამ" 2022 წლის მარტში, ოფიციალურად დააფუძნა. ცენტრი წარმოადგენს აგრო-ტექნოლოგიების, აღჭურვილობისა და კულტივაციის შესახებ ცოდნის ტრანსფერის პლატფორმას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, იმერეთის აგრო ზონამ მოიპოვა 4.2 ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იმერეთის რეგიონში, ქალაქ ბაღდათში. 1.4 ჰა მიწის ნაკვეთზე HTDC მოაწყობს რეკრეაციულ ზონას.

HTDC - Development Map.jpg

შემგროვებელი ლოგისტიკური ცენტრი

იმერეთის აგრო ზონის პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია შემგროვებელი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა. ცენტრის მიზანია შეაგროვოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, როგორც იმერეთის აგრო ზონის სასათბურე მეურნეობებიდან, ასევე იმერეთის რეგიონში სხვადასხვა სოფლის ფერმერებისგან. მხოლოდ წყალტუბოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 5,000 მესათბურე ფერმერია, რომლებიც UNIDO-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სასათბურე მეურნეობის კლასტერად იქნა აღიარებული. პროექტით გათვალისწინებულია, რომ ლოგისტიკური ცენტრის ჯამური სიმძლავრე დღეში 200  ტონას შეადგენს.  ლოგისტიკურ ცენტრში შესაძლებელი იქნება ისეთი სერვისების მიღება, როგორებიცაა: პროდუქციის შეგროვება, დახარისხება, რეცხვა, შეფუთვა, გაყიდვა, ბაზრის მონაცემების კვლევა და  შეგროვება.

bottom of page