სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტი
იმერეთის აგრო ზონა აცხადებს “წინადადებების მიღებას” (RfP) სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც მოიცავს 220 ჰექტარ მიწის ნაკვეთს - 61 ჰა ბაღდათის მუნიციპალიტეტში და 159 ჰა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.
იმერეთის აგრო ზონა იწვევს სასათბურე მეურნეობითა და სოფლის მეურნეობაში ინვესტირებით დაინტერესებულ ორგანიზაციებს, შეიძინონ ინფრასტრუქტურულად სრულად განვითარებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (მინ 0.5 ჰა). ეს შესაძლებლობა ინვესტორებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ უნიკალური უპირატესობები, რომლებიც ექსკლუზიურად ხელმისაწვდომია იმერეთის აგრო ზონის პროექტის ფარგლებში
დამატებით, იმერეთის აგრო ზონა იწვევს დაინტერესებულ პირებს წარმოადგინონ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ალტერნატიული წინადადება, რომელიც შესაბამისობაშია პროექტის მიზნებთან. Ალტერნატიული წინადადება შეიძლება მოიცავდეს შპს იმერეთის აგრო ზონის წილის შეძენასაც. დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა წარმოადგინონ ალტერნატიული წინადადებები გამოცხადებული წინადადებების მოთხოვნის შესაბამისად.
პროცესი და ვადები
მოცემული პროცესი მიზნად ისახავს კერძო სექტორის ჩართულობას, რათა მოხდეს ისეთი წინადადებების მომზადება, რომლებიც სრულად ესადაგება პროექტით დასახულ მიზნებს. იაზ-ი აპირებს, რომ შევიდეს ისეთ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, რომლებიც უზრუნველყოფს პროექტში ისეთი რესპონდენტების მონაწილეობას, რომელთა წინადადებებიც საუკეთესოდ ესადაგება განსაზღვრულ მოთხოვნებს.
განმცხადებლად დარეგისტრირებისთვის, დაინტერესებულმა მხარემ უნდა შეავსოს საკონკურსო დანართები.
დასაწყისი: 1 სექტემბერი, 2023
წარდგენის ბოლო ვადა: 18:00 (GMT+ 4), 31 ოქტომბერი, 2023
საკონტაქტო ელ-ფოსტა: rfp@iaz.ge
დანართი 1 – რეგისტრაციის წარდგენის შემდეგ მოგეცემათ წვდომა ჩვენს “მონაცემთა ოთახზე”, რომელშიც პროექტის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციაა განთავსებული.