top of page

იმერეთის აგრო ზონა ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრია!

ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) არის წევრებზე ორიენტირებული ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 2017 წელს დარეგისტრირდა. EBA-ს გააჩნია მკაფიო ხედვა, რომ საქართველოში ბიზნეს საქმიანობა იქნება იგივე, როგორც ევროპაში. ჩვენი მისიის სწორად შერჩეულმა დრომ და საქმიანობამ, რომელიც გულისხმობს საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარების ხელშეწყობას, განაპირობა ის, რომ EBA გახდა ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ქართულ ბიზნეს სფეროში


EBA-ს ჰყავს 100-ზე მეტი წევრი, მათ შორის მსხვილი კომპანიები სხვადასხვა სექტორიდან, როგორიცაა საბანკო, აუდიტი, დაზღვევა, ტურიზმი, სამართალი, სოფლის მეურნეობა, ინჟინერია, წარმოება, სამედიცინო და ა.შ., ასევე მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს. EBA მისი




წევრების ინტერესების დამცველი და წარმდგენია, ამ თვალსაზრისით, ის მუდმივად ორგანიზებას უწევს სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებს ყველაზე პრობლემურ საკითხებზე, რომლებსაც წევრები თავიანთ მთავარ გამოწვევად ასახელებენ.


გარდა ამისა, EBA მხარს უჭერს ევროპულ ბიზნესს საქართველოში და არის აქტიურად ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც ხელს უწყობს ინვესტიციებისა და ბიზნესის განვითარებისთვის ღია და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას. EBA სთავაზობს თავის წევრებს სხვადასხვა სერვისებს მათი საჭიროებებისა და მოლოდინების საფუძველზე, როგორიცაა ბიზნეს კონსულტაცია, მედიაცია და არბიტრაჟი და ა.შ.




Recent Posts

See All

ბაზრის კვლევა სასაზღვრო წერტილების განსაზღვრის მომსახურების შესყიდვის მიზნით

შპს „იმერეთის აგრო ზონა“ აცხადებს ბაზრის კვლევას - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში, შპს „იმერეთის აგრო ზონის“ საკუთრებაში არსებულ 157.65ჰა მიწის ნაკვეთის (ს/კ 29.11.33.474 და ს/კ 29.11

bottom of page