შეხვედრა იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან
- IAZ
- Feb 20, 2021
- 1 min read
Updated: Feb 6, 2023
იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან ბ-ნი ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი ბ-ნი გრიგოლ იოსელიანი, შეხვდნენ შპს ,,იმერეთის აგრო ზონის“ დირექტორს ბ-ნ არჩილ ბუკიას და JV „GeoHolding & KSH Consortium”-ის აღმასრულებელ დირექტორს, ბ-ნ გიორგი დადიანს, და ასევე კონსორციუმის საერთაშორისო ფინანსურ ექსპერტს, ბ-ნ მაიკლ ნორსს.
მხარეებმა განიხილეს 220 ჰა სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის მიმდინარეობა, რომელიც წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში არსებულ “იმერეთის აგრო ზონის” საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთებზე უნდა განხორციელდეს.
Comments