Trend news agency-ის(Az) ინტერვიუ
- IAZ
- Jan 24, 2022
- 1 min read

შპს "იმერეთის აგრო ზონა" მჭიდროდ თანამშრომლობს განვითარების სხვადასხვა სააგენტოებთან და განიხილავს პროექტის მხარდასაჭერად შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების შესაძლებლობას.
იმერეთის აგრო ზონის თანამშრომლის თქმით, იაზ-ი და პროექტის კონსულტანტები თანამშრომლობენ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, კომერციულ ბანკებთან და განვითარების სააგენტოებთან სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტის მხარდასაჭერად.
იმერეთის აგროზონა ასევე აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ საკითხზე USAID-თან, UNDP-თან და ADB-თან“, - განაცხადა წყარომ.
შპს „იმერეთის აგრო ზონამ“ გამოაცხადა წინადადების მიღება (RfP) 2021 წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. ამ პერიოდში 10 ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან და აზერბაიჯანიდან, 30 წინადადება იქნა მიღებული.
„ამჟამად აღნიშნული წინადადებების ანალიზი მიმდინარეობს და შედეგები იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი"- განაცხადა წყარომ.

Comments