კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდებარე „იმერეთის აგრო ზონის“ საწარმოო ნაკვეთი დაათვალიერა.
შპს „იმერეთის აგრო ზონის“ დირექტორმა, არჩილ ბუკიამ EBRD-ის დირექტორს „იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე, რომელსაც მებაღეობის სასწავლო-სადემონსტრაციო ცენტრის დირექტორი, მარინე ეგუტია და აღმასრულებელი საბჭოს წევრი, დევიდ ლი ესწრებდნენ, სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.
Kommentare