top of page

გაცნობითი შეხვედრა ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან

ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს (MASHAV) წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა


შეხვედრის ფარგლებში, იმერეთის „აგრო ზონის“ დირექტორმა, არჩილ ბუკიამ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.


არჩილ ბუკიამ ყურადღება მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის საქმიანობაზე გაამახვილა და შეხვედრის მონაწილეებს ორგანიზაციის განვითარების 36 თვიანი გეგმა გააცნო. მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრი იმერეთის „აგრო ზონის“ სასათბურე მეურნეობების განვითარების პროექტის განხორციელების პირველი ფაზის ფარგლებში დაფუძნდა. წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციის მთავარი ამოცანა იმერეთის რეგიონის მესათბურე ფერმერებისთვის თანამედროვე, პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნასა და ტექნოლოგიებზე წვდომის გამარტივებაა.


ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოს კოორდინატორის, გიორგი ჟღენტის განცხადებით, სააგენტო დაინტერესებულია პროექტის წარმატებით განხორციელებით და მზადაა ცოდნის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების გაზიარების მიმართულებით თანამშრომლობისთვის.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრას მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის დირექტორი, მარინე ეგუტია და ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, პროექტის კონსულტანტი კომპანიის „LLC Geoholding“ თანადამფუძნებელი გოგა დადიანი ესწრებოდნენ.



bottom of page