შპს „იმერეთის აგრო ზონა“ აცხადებს ბაზრის კვლევას - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში, შპს „იმერეთის აგრო ზონის“ საკუთრებაში არსებულ 157.65ჰა მიწის ნაკვეთის (ს/კ 29.11.33.474 და ს/კ 29.11.32.543) სასაზღვრო წერტილების განსაზღვრის მომსახურების შესყიდვის მიზნით, დანართი N1 - ტექნიკური დავალების შესაბამისად.
გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მიმაგრებულ ფაილში განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დავალებას და დაინტერესების შემთხვევაში არაუგვიანეს 2023 წლის 19 თებერვლის 18:00 საათისა მოგვაწოდოთ:
• აღნიშნული მომსახურების გაწევის ვადებისა და ღირებულების შესახებ ინფორმაცია დანართი N3-ის შესაბამისად;
შემდეგ ელ.ფოსტაზე: levan.urotadze@iaz.ge.
მომსახურების ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
კითხვებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ამავე ელ.ფოსტაზე.
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისათვის.
იხილეთ დანართი N1 - ტექნიკური დავალება და N3 მიმაგრებულ ფაილში.
Comments