შპს „იმერეთის აგრო ზონის“ დირექტორმა, არჩილ ბუკიამ ქ. ბრიუსელში გამართული საქართველო-ბელგიის ბიზნეს ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
არჩილ ბუკიამ ფორუმის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა „იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის შესახებ.
„„იმერეთის აგრო ზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა ტექნოლოგიური დონის სასათბურე მეურნეობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას, შემგროვებელი ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის და გადამმუშავებელი საწარმოების შექმნას და განვითარებას. პროექტის განხორციელების პირველი ფაზა უკვე დაიწყო მებაღეობის სასწავლო და სადემონსტრაციო ცენტრის დაფუძნებით, რომელიც საშუალებას მისცემს ადგილობრივ მესათბურეებს გაიღრმავონ ცოდნა და აწარმოონ კონკურენტუნარიანი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი პროდუქცია. გვჯერა, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველო-ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას.“, - განაცხადა არჩილ ბუკიამ.
საქართველო-ბელგიის ბიზნეს ფორუმი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) და ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა
Comments